საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15388

ფაქტი 15388

ილია ჭავჭავაძის ფონდისა და საფლავის ძეგლის მდგომარეობის განხილვას მიეძღვნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელთა საერთო კრება, რომელიც გაიხსნა 1908 წლის 31 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე. დელეგატების გარდა კრებას ესწრებოდნენ ქართული პრესის წარმომადგენლები და 40-მდე გარეშე პირი. კრების თავმჯდომარე იყო იაკობ ღულაძე, მდივანი – სამსონ ფირცხალავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15388; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .