საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15876

ფაქტი 15876

1908 წლის 4 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილის განცხადება ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ანდერძის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხზე წერილობითი მოხსენების გაკეთება ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძეს, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძეს, ვ. ბესელაშვილს, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილსა და ანდრია სოლომონის ძე ღულაძეს დაავალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15876; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .