საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15896

ფაქტი 15896

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, თავმჯდომარედ დაემტკიცებინათ ალექსი ჭიჭინაძე, დროებითი თავმჯდომარის მოადგილედ – ტიტე კახიძე, ხაზინადრად – იოსებ მოზდოკელი, ხაზინადრის კანდიდატად – ნიკოლოზ გუბნელოვი, მდივნად – პართენ გოთუა და წევრებად – პართენ გოთუა, ერთაოზ სიდამონ-ერისთავი, სტეფანე პოპოვი, მიხეილ ინასარიძე, ნესტორ ფხაკაძე, იოსებ მოზდოკელი და ნიკოლოზ გუბნელოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15896; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .