1920 წლის 1 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, აღბულაღის თემის თავმჯდომარემ თაბუკაშვილმა თბილისის ერობის გამგეობას წარუდგინა სოფლების: ვაკის, ქსოვრეთის, ამრამეთის, ბუჟურელეთის, ტბისის, გოლთეთის, ჩხიკვთა, აგრითის და ჭალის მოსახლეობის აღბულაღის თემთან შეერთების მოთხოვნა. ასევე, ივრის გერმანული თემის მაცხოვრებლები მოითხოვდნენ „მარიენფილდის“ სახელწოდებით ერთ ახალშენად გაერთიანებას. თბილისის ერობის გამგეობამ დღის წესრიგში დააყენა ორივე საკითხი განხილვა.
წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 1 აპრილიწყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა