საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 16681

ფაქტი 16681

1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე კვლავ განიხილეს პავლე მერაბიშვილის თხოვნა უდის ბიბლიოთეკაში „დროებისა“ და „ზაკავკაზიეს“ გაგზავნის შესახებ. 9 მაისის სხდომაზე წარმოდგენილი ცნობა, თითქოს ბიბლიოთეკისთვის გადადებული თანხა დახარჯული იყო, მცდარი აღმოჩნდა. გამგეობამ დარჩენილი თანხიდან ბიბლიოთეკისთვის „დროების“ გამოწერა გადაწყვიტა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 16681; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .