1908 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ გამგეობას ორი კვირით სამსახურიდან გათავისუფლება სთხოვა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა და მდივნის მოვალეობის შესრულება ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1908-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი