საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17288

ფაქტი 17288

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) მარიამ ნიკოლოზის ასული დადიანი-ანჩაბაძე ხელმძღვანელობდა. განყოფილებას 174 წევრი ჰყავდა, ინახავდა ერთ ქართულ სკოლას. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 2204 მანეთსა და 03 კაპიკს, გასავალი – 2304 მანეთსა და 68 კაპიკს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17288; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .