საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17543

ფაქტი 17543

1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლისთვის საჭირო ავეჯი უნდა დამზადებულიყო თბილისში, სახელდობრ: 40 მერხი (თითო მერხი ორი მოსწავლისთვის) იმ მოდელით, რომელსაც გამგეობა მიიჩნევდა საუკეთესოდ, ორ-ორი დაფა თითო განყოფილებისთვის, საანგარიშო – შვეიცარიული და რუსული, სამოსის საკიდი და ერთი კარადა ბიბლიოთეკისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17543; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .