საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17549

ფაქტი 17549

1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და მხედველობაში მიიღო ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის თანხმობა ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორ თომა მთავრიშვილის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად გადაყვანისა და მის ადგილას დროებით შემსრულებლად ამავე სკოლის მასწავლებელ არსენ წითლიძის დანიშვნის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17549; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .