საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17560

ფაქტი 17560

1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იაკობ გოგებაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ კომისიების დანიშვნით გამგეობის საქმეები სათანადოდ ვერ სრულდებოდა, რადგან წევრებს ეძნელებოდათ კომისიათა სხდომებზე დასწრება. ის მოითხოვდა კომისიათა გაუქმებას და ადრინდელი წესის დაბრუნებას, რომლის მიხედვითაც ყველა საქმეს განიხილავდა გამგეობა რიგით სხდომებზე და იმ შემთხვევაში, თუ საქმე მოითხოვდა დაწვრილებით შესწავლას, ანდობდა გამგეობის ერთ-ერთ წევრს და არა კომისიას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17560; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .