საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17638

ფაქტი 17638

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-21 დეკემბრის შემოსავალი იყო 695 მან. 6 კაპ., ხარჯი – 587 მან. 11 კაპ. 21 დეკემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 18763 მან. 47 კაპ., სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18628 მან. 2 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17638; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .