საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17980

ფაქტი 17980

1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წიგნსაცავი არ იყო მოწყობილი და თითქმის შეუძლებელი იყო იქ მუშაობა. მუშაობა მოუხერხებელი იყო დილით და განსაკუთრებით საღამოს მოსიარულე პირთა ხმაურის, დროის შეუსაბამობისა (წიგნსაცავი მაშინ იკეტებოდა, როცა მკვლევარს მუშაობის დაწყება შეეძლო, 7-8 საათზე) და ზამთარში სიცივის გამო. მისი აზრით, კარგი იქნებოდა თუ საზოგადოება მკვლევრებს ნებას დართავდა ხელნაწერი შინ წაეღოთ, ასევე თუ შემოიღებდა ისეთ წესს, რომ ხელნაწერი ყველა სამეცნიერო დაწესებულებისთვის გაეგზავნათ, როგორც თბილისში, ისე თბილისის გარეთ, რუსეთსა და ევროპაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17980; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .