საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17993

ფაქტი 17993

1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, თუ სამუზეუმო კომისია ოლღასა და წყნეთის ქუჩების შუაში მდებარე ადგილს საზოგადოების მუზეუმისთვის შეიძენდა, საჭირო იყო მოსაზღვრე ვაჭრის მიწის სახლიანად შეძენაც, რომელსაც ის 40 000 მანეთად აფასებდა. მიწის სიძვირისა და სიმცირის გამო სამუზეუმო კომისიამ ამ გეგმაზე უარი თქვა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და ალ. პ. სარაჯიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17993; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .