საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17996

ფაქტი 17996

1911 წლის 10 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, მუზეუმის შენობის აგება დაგვიანდა. სამუზეუმო ნივთები სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ ოთახში იყო მოთავსებული, უნდა დაელაგებინათ და ისევ იმავე ოთახში განეთავსებინათ. საჭირო იყო ოთახის გარემონტება და ვიტრინების გაკეთება. მისი აზრით, გამგეობას უნდა აერჩია სამუზეუმო კომისია, რომელიც ამ საქმეს უხელმძღვანელებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17996; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .