საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18015

ფაქტი 18015

1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა, რომ გაუგზავნონ მას კანცელარიისთვის და წინარეხის სკოლისთვის 1897 წლის ცირკულარი. გამგეობამ კავკავის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის მოთხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18015; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .