საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18022

ფაქტი 18022

1898 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომაზე წაიკითხეს ანასტასია ვარდენის ასულ წერეთლის წერილი. წერეთელმა სოხუმში საზოგადოების სახელით გამართული წარმოდგენიდან მიღებული 160 მანეთი საზოგადოებას გამოუგზავნა და ითხოვა, აქედან 55 მანეთი სტუდენტ ჩხენკელისთვის კიევში გაეგზავნათ, 15 მანეთი ქვრივი ანნა კილნიცკაიასთვის გადაეცათ, ხოლო 9 თუმანი მისთვის დაებრუნებინათ, რათა 3 თუმანი მიეცა სოხუმის ბიბლიოთეკისთვის, 6 კი – სოხუმში სამკურნალოდ მყოფი სტუდენტის, რ. ქუთათელაძისთვის. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18022; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .