საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18024

ფაქტი 18024

1899 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დადგინდა, რომ საპატიო წევრ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილისთვის გამოეცხადებინათ მადლობა 763 ცალი „ვეფხისტყაოსნისა“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორიის“ შეწირვისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18024; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .