საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18440

ფაქტი 18440

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა: ოლივერ უორდროპმა ანტიკვარს, რომელიც მას „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურების შეძენას სთავაზობდა, აცნობა, რომ სურათები ამოჭრილი იყო წერეთლის ხელნაწერიდან, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოებას ეკუთვნოდა და სურათებს მხოლოდ იმიტომ იყიდდა, რომ წერა-კითხვის საზოგადოებისთვის დაებრუნებინა. მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდნენ და უორდროპმა სურათები ოქსფორდიდან ისევ პარიზში გაუგზავნა სურათების პატრონს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18440; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .