საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18450

ფაქტი 18450

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ ოლივერ უორდროპმა გამოუგზავნა წერილი, რომელითაც იუწყებოდა, რომ პარიზიდან ერთი სომეხი ანტიკვარი სთავაზობდა „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურები ეყიდა. უორდროპმა სურათები პარიზიდან შესამოწმებლად გამოითხოვა, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით სურათი გადაუღო და თბილისში გამოუგზავნა. აღმოჩნდა, რომ სურათები იმ ხელნაწერიდან იყო ამოჭრილი, რომელიც ფრიდონ წერეთელმა საზოგადეობას დაუბრუნა. ხელნაწერიდან სულ ათი სურათი იყო ამოჭრილი, მათ შორის ცხრა საუკეთესო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18450; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .