საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18457

ფაქტი 18457

1898 წლის 3 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე განიხილეს სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებლების განცხადება, რომ ისინი უსამართლოდ დაისაჯნენ გამგეობის მხრიდან და ითხოვდნენ კიდევ ერთხელ გადაემოწმებინათ მათი სკოლის საქმე. თუმცა გამგეობამ მათი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18457; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .