საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18582

ფაქტი 18582

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ნიკოლოზ კურდღელაშვილის კავკავის სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის თაობაზე ეცნობებინათ მიღებული წესით თერგის სახალხო სკოლების დირექციის, კავკავის სკოლის ინსპექტორისა და სამზრუნველო კომიტეტისთვის. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18582; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .