საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18589

ფაქტი 18589

1912 წლის 14 მარტს გამართულ სამუზეუმო კომისიის სხდომაზე დაადგინეს, რომ თბილისის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს წინაშე კვლავ აღეძრათ შუამდგომლობა ქართული მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად 50000 მანეთის გადადების შესახებ. სამუზეუმო ადგილი ბანკში იყო დაგირავებული და აღნიშნული თანხა მის გასასტუმრებლად სჭირდებოდათ. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18589; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .