საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18741

ფაქტი 18741

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ ბიბლიოთეკები არ იყო კარგ მდგომარეობაში. მისი აზრით, საზოგადოებას პირველ რიგში უნდა დაედგინა კარგი ბიბლიოთეკის კრიტერიუმები, გაერკვია რომელი დარგისა და ავტორის წიგნები იყო ხალხისთვის საინტერესო და შემდეგ უნდა გადაეწყვიტა, გამგეობისთვის მომავალში მიეცა თუ არა ახალი ბიბლიოთეკების გახსნის უფლება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18741; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .