საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18789

ფაქტი 18789

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ სკოლების სასწავლო გეგმის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ გამგეობა 1881 წლის სასწავლო გეგმით ხელმძღვანელობდა, რომლის მიხედვითაც სკოლებში საღვთო სჯული ქართულად უნდა ესწავლებინათ. იმ სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც გამგეობის გეგმას უხვევდნენ მკაცრად აფრთხილებდნენ, რომ დაეცვათ სწავლების სანიმუშო პროგრამა და ყველა საგანი მშობლიურ ენაზე ესწავლებინათ. გამგეობა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირად ცდილობდა მშობლიური ენა დაეცვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18789; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .