საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18793

ფაქტი 18793

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, კიტა (ივანე) აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე განცხადება გააკეთა საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა, რომ სენაკის სკოლის საქმის განსახილველად გამგეობას უნდა მოეწვია საზოგადოების საგანგებო კრება. გამგეობამ განაცხადა, რომ საგანგებო კრების მოწვევა არ ხდება საზოგადოების თავმჯდომარის და გამგეობის თანხმობის გარეშე, ამ შემთხვევაში კი ისინი საჭიროდ არ თვლიან სენაკის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარონ საგანგებო კრება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18793; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .