საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18816

ფაქტი 18816

1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ტობანიერის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველმა, რომ საჩუქრად გაეგზავნათ რამდენიმე ცალი „ბუნების კარი“ სკოლის მე-4 და მე-5 განყოფილებათა უღარიბესი მოსწავლეებისთვის დასარიგებლად. გამგეობამ სკოლას საჩუქრად 5 ცალი „ბუნების კარი“ გაუგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18816; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .