საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18873

ფაქტი 18873

1911 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ განიხილა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების განცხადება, რომ წერა-კითხვის საზოგადოების წიგნსაცავი და მუზეუმი საისტორიო საზოგადოების მუზეუმთან ერთად ქართული გიმნაზიის შენობაში მოთავსებულიყო. საზოგადოებამ დაადგინა, რომ შემოთავაზებული წინადადება მოსაწონი, თუმცა ძალიან სერიოზული იყო. ამიტომ გამგეობამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანს და სერგი რომანოზის ძე გორგაძეს სთხოვა საისტორიო საზოგადოების საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად გამოეკვლიათ ეს საკითხი და გამგეობისთვის შემდეგ სხდომაზე მოეხსენებინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18873; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .