საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18894

ფაქტი 18894

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარედგინა ელისაბედ მესხიშვილის, გრიგოლ ტატიშვილის, ივანე ჯაჯანაშვილის, ლუბა ნაცვლიშვილის, ბარბარე ცინცაძის, სოფიო ედილაშვილის, ქვრივი ვერა გლაშჩინსკისა და იოსებ ცხვედაძის თხოვნები ფოტოსახელოსნოს ახლად გათავისუფლებული ხაზინადრის ადგილის დაკავების შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18894; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .