საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18902

ფაქტი 18902

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ იანვრიდან გამგეობას მიწვეული ჰყავდა სკოლების დამთვალიერებელი პირი, რომლის ვალდებულებაც სასკოლო სექციისთვის სკოლების ავ-კარგის მოხსენება იყო. გამგეობას კარგად ესმოდა საზოგადოების მიზანი და 35 წლიანი არსებობის მანძილზე ყოველთვის ადგენდა საქმის წარმოების გეგმას იმდენად, რამდენადაც მას ამის მატერიალური შესაძლებლობა ჰქონდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18902; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .