საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18913

ფაქტი 18913

1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მუზეუმ-ბიბლიოთეკას საკუთარი გამგე, ორი გამგის თანაშემწე და ორი მსახური უნდა ჰყოლოდა. მათი ხელფასისთვის საზოგადოებას ყოველწლიურად 3000 მანეთი დასჭირდებოდა. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18913; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .