საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18915

ფაქტი 18915

1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ თანხა, რომელსაც თავადაზნაურობა ყოველწლიურად საზოგადოებას მუზეუმ-ბიბლიოთეკისთვის აძლევდა საისტორიო საზოგადოებას გადასცემოდა მანამ, სანამ მუზეუმ-ბიბლიოთეკა ამ საზოგადოების ხელში იქნებოდა. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18915; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .