საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18983

ფაქტი 18983

1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების საქმის უკეთესად წარსამართავად დაამტკიცა შემდეგი კომისიები: 1) წიგნების ამორჩევის და ბეჭდვის, 2) წიგნებით ვაჭრობისა და საზოგადოების ღონისძიებათა გაძლიერების, 3) სკოლებისა და სამკითხველოს, 4) წიგნსაცავისა და მუზეუმის, ხოლო კომისიების წევრთა არჩევა მომდევნო სხდომისთვის გადადეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18983; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .