საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18999

ფაქტი 18999

1907-1910 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებების მიხედვით, ანჯელო კარლოს ძე ანდრეოლეტის ფირმა დამკვეთებს სთავაზობდა სხვადასხვა დანიშნულების უცხოური ფერადი მარმარილოსა და კავკასიური ქვის მრავალფეროვან არჩევანს. ასევე, ნებისმიერი სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოს შესრულებას როგორც ხელით, ისე – მექანიკური საშუალებით; სატიტულო ფურცელზე ჩამოთვლილი იყო რუსეთსა და უცხოეთში გამოფენებზე მიღებული ჯილდოები და მითითებული ჰქონდა მისამართი: თბილისი, მიხაილოვის გამზირი, N 79, საკუთარი სახლი, ტელეფონი: N 539.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18999; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .