საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19092

ფაქტი 19092

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მის განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, გააკეთეს განცხადება ყველა განყოფილებისთვის საქმის წარმოების ერთნაირი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით. განცხადება გულისხმობდა, რომ საკვიტანციო წიგნში უნდა ჩაეწერათ ყველანაირი სახის შემოსავალი, შემდეგ ეს უნდა გადაეწერათ შემოსავალ-გასავლის წიგნში, რომელსაც აწარმოებდა ხაზინადარი. რაც შეეხება ოქმის შედგენას, რადგანაც გამგეობას არ ჰყავდა საქმისმწარმოებელი ოქმი უნდა შეედგინა გამგეობის მდივანს, გარდა ამისა მდივანი კიდევ აწარმოებდა ერთ წიგნს, სადაც ანბანის მიხედვით წერდნენ ყველა წევრის სახელს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19092; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .