საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19112

ფაქტი 19112

1907 წლის 8 ოქტომბერს დიმიტრი ერისთავი ოზურგეთიდან სამსონ ფირცხალავასთვის გაგზავნილ წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დახმარებოდნენ ილია ჭავჭავაძის ხსოვნის საღამოს გამართვაში და სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ სასწრაფოდ გაეგზავნათ მისთვის საჭირო მასალა, პოეტის დიდი სურათი, ბიოგრაფიული ცნობები და ჯარის სიმღერის („ქართველო, ხელი ხმალს იკარ!") ნოტები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19112; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .