საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19144

ფაქტი 19144

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ სკოლებში მეთვალყურის მიწვევის შემდეგ სწავლა-აღზრდის საქმე უკეთესობისკენ წარიმართებოდა. მისი აზრით, საჭირო იყო სოფლის სკოლების მასწავლებლებისთვის ხელფასი – 50 მანეთი დაენიშნათ, რაც ხელს შეუწყობდა კარგი მასწავლებლებით დაკომპლექტებული შტატის შექმნას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19144; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .