საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19324

ფაქტი 19324

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ეკატერინე ასათიანისამ განაცხადა, რომ არ იყო წინააღმდეგი სხვა უწყების სკოლის მასწავლებლები მიეწვიათ საზოგადოების სკოლებში, მაგრამ ჯანგამოცლილი თანამშრომლები არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. მისი აზრით, 25 წლის ნამსახური მასწავლებლის მიწვევა საქმისთვის არასასარგებლო იქნებოდა, ამიტომ მათი სხვა უწყებაში ნამსახური დრო ცხრა-ათი წლით უნდა განსაზღვრულიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19324; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .