საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19375

ფაქტი 19375

1898 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია წერეთლისა, ალექსანდრე ჭყონია და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომაზე წარმოადგინეს წერილობითი ნებართვა კავკავის სასულიერო წარმომადგენლისა სკოლასთან ეკლესიის აშენების თაობაზე. აღნიშნული საკითხი გამგეობამ შეატყობინა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტს და ასევე დაავალა მადლობა გამოეცხადებინათ ეპისკოპოსისათვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19375; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .