საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19428

ფაქტი 19428

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, სამუზეუმო განყოფილების მოვალეობა იყო: წიგნსაცავისა და მუზეუმის ხელნაწერებით, წიგნებითა და სხვა საჭირო ნივთებით შევსებაზე ზრუნვა; წიგნსაცავისა და მუზეუმის სისტემატიური კატალოგის შედგენა; წიგნსაცავსა და მუზეუმში შემსვლელთათვის წესების შედგენა; ურთიერთობა ჰქონოდა ისეთ პირებთან, რომლებიც იკვლევდნენ კავკასიის, კერძოდ, საქართველოს წარსულს. ხელს აწერენ სამუზეუმო განყოფილების თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: კორნელი სამსონის ძე კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19428; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .