საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19478

ფაქტი 19478

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილის თხოვნა მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსების მოსასმენად თანხის მიცემის შესახებ და დაადგინა, მიეცათ 20 მანეთი. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: დავით კარიჭაშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19478; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .