საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19508

ფაქტი 19508

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა უდის სახალხო ბიბლიოთეკის გამგემ, რომ ბიბლიოთეკისთვის გამოეწერათ შემდეგი ჟურნალ-გაზეთები: „მოამბე“, „კრებული“, „ჯეჯილი“, „კვალი“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „თარჯიმანი“, „კავკასია“ და „მეურნე“. ასევე გაეგზავნათ წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას არ ჰქონდა. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19508; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .