საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19540

ფაქტი 19540

1899 წლის 16 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ სკოლების რევიზია მინდობოდა ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ისნპექტორ ევტიხი მამინაიშვილს, რადგან ის ხშირად იმყოფებოდა ბათუმში, კავკავსა და ხელთუბანში, სადაც საზოგადოებას სკოლები ჰქონდა. მას გაუადვილდებოდა სხვა სკოლების შემოწმებაც, რადგან მას ხელს უწყობდა ადგილობრივი მთავრობა. მისთვის მხოლოდ გზის ხარჯი უნდა გადაეხადათ, რადგან მისივე განცხადებით, საზოგადოებას შრომის საფასურს არ გამოართმევდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19540; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .