საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19572

ფაქტი 19572

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ თითოეული ქართველის მოვალეობა იყო კულტურული დაწესებულების განვითარებაში წვლილი შეეტანა 3 მანეთით, რაც მძიმე გადასახდელი არ იყო მუშისთვისაც კი, რომელსაც თვეში ხუთი შაურის გადახდა მოუწევდა ნაწილ-ნაწილ. ჯაჯანაშვილს არც სურდა ისეთი მუშა გაწევრიანებულიყო საზოგადოებაში, რომელსაც ხუთი შაური დაენანებოდა კულტურული დაწესებულებისათვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19572; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .