საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19595

ფაქტი 19595

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1907 წელს საზოგადოებაში 1568 წევრი ირიცხებოდა, აქედან საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო გამოაკლდა 1057. იმ წელს საწევრო გადასახადი თითო წევრზე საშუალოდ 1 მანეთ და 48 კაპიკს შეადგენდა. შემდეგ წლებშიც დაახლოებით ამდენივე იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19595; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .