საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19617

ფაქტი 19617

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სავარაუდო შემოსავალ-გასავალი დაამტკიცეს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა, თავმჯდომარის მოადგილე დავით კარიჭაშვილმა, წევრებმა: გიორგი ლასხიშვილმა, შიო დედაბრიშვილმა, ლუარსაბ ბოცვაძემ, გრიგოლ რცხილაძემ, გიორგი ცინცაძემ, ნინო ანთაძე-ნაკაშიძემ. სავარაუდო გასავალი იყო: კანცელარიის ბინის ქირისთვის 600 მანეთი; საკანცელარიო წიგნების, განათების, გათბობისა და სხვა წვრილმანებისთვის 500 მანეთი; წლიური ანგარიშის დასაბეჭდად 360 მანეთი; ნივთების შესაძენად 25 მანეთი; სარგებლიანი ქაღალდებისა და მომგებიანი ბილეთისთვის 350 მანეთი; ჟურნალ „განათლების“ დამატებისთვის 200 მანეთი; საქმის მწარმოებლის ხელფასისთვის 1625 მანეთი; ბუღალტერის ხელფასისთვის 1078 მანეთი; გადამწერის ხელფასისთვის 360 მანეთი; კანცელარიის მსახურის ხელფასისთვის 350 მანეთი; მაღაზიის გამგის ხელფასისთვის 924 მანეთი; მაღაზიის გამგის თანაშემწის ხელფასისთვის 560 მანეთი; მაღაზიის მსახურის ხელფასისთვის 350 მანეთი; მაღაზიის ბინის ქირისთვის 600 მანეთი; დაზღვევისთვის 205 მანეთი; სამრეწველო ბაჟისთვის 170 მანეთი; წიგნების საწყობებში თაროების მოსაწყობად 200 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19617; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .