საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19745

ფაქტი 19745

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს იოსებ მერკვილაძის განცხადება წიგნების ანგარიშის გასწორების შესახებ. განცხადებას თან ერთვის ცნობა, რომ 1903 წლის 28 აგვისტოს დადგენილების თანახმად, 1903-1909 წლებში მას საზოგადოებისგან მიჰქონდა წიგნები საკომისიოდ. სამსონ ფირცხალავას თავმჯდომარეობის დროს კი გამგეობამ დაადგინა, რომ მერკვილაძისთვის მიეცა 30 თუმნის წიგნები, რომელთა საფასურსაც ყოველ სამ თვეში გადაიხდიდა, თუმცა ის დანიშნულ ვადებში თანხას არ იხდიდა და ისევ მიჰქონდა წიგნები გასაყიდად. თანხის გადაუხდელობის გამო მას გამგეობამ მისთვის მისაცემი ფულიდან ჩამოაჭრა 380.79 მანეთი, რადგან ეგონათ, რომ მას წიგნები გაყიდული ჰქონდა, თუმცა 1912 წელს მერკვილაძემ წარმოადგინა იმ წიგნთა სია, რომლებიც გაუყიდავი დარჩა და ითხოვა ანგარიშის გასწორება. გამგეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რომ გაესწორებინათ მასთან ანგარიში და გაუყიდავი წიგნები უკან დაებრუნებინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19745; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .