საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19759

ფაქტი 19759

1912 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თბილისის გამგეობამ განიხილა საკითხი, თუ როგორ გაეღრმავებინათ თანამშრომლობა მთავარ გამგეობასა და მის განყოფილებებს შორის. ასევე წარმოადგინეს წესდება, რომლის 25-ე მუხლის თანახმად, გამგეობას უფლება აქვს განყოფილება გახსნას ნებისმიერ ადგილას. ინსტრუქცია კი ავალებს განყოფილებებს, რომ შემოსავლის 20% გადასცეს მთავარ გამგეობას, ხოლო სხვა რა საქმიანი ურთიერთობა შეიძლება შედგეს მათ შორის, დადგენილი არ არის და სწორედ ამიტომ შედგა საერთო კრება, რომელზე დასასწრებადაც მოიწვიეს განყოფილებების წარმომადგენლები. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19759; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .