საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19763

ფაქტი 19763

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათ განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზოგადოების წესდების ზოგიერთი მუხლი შეეცვალათ, მაგალითად: მუხლი 2 – საღამოს კურსების დაარსება; მუხლი 5 – რათა საზოგადოებას უფლება ჰქონდეს შეიძინოს და გასცეს უძრავი ქონება; მუხლი 19 – რათა საზოგადოებისა და მისი განყოფილების გამგეობის წევრები შეეცვალათ ნაწილ-ნაწილ და არა ერთბაშად. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19763; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .