საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19777

ფაქტი 19777

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე და სერგი გორგაძე. სხდომაზე განიხილეს საკითხი, თუ ვისთვის უნდა დაევალებინათ საზოგადოების წარმომადგენლობა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა არჩევნების კრებაზე. საზოგადოების წარმომადგენლობა დაევალა გამგეობის წევრს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19777; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .