საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19837

ფაქტი 19837

1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს: იაკობ გოგებაშვილმა, ნიკო მთვარელიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კლასებისათვის განკუთვნილი მოსამზადებელი პროგრამების და ამავე სკოლის პედაგოგების არჩევის პროტოკოლის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ დაამტკიცა როგორც მოსამზადებელი პროგრამები, ასევე პედაგოგების არჩევის პროტოკოლი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19837; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .